Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts
გერმანიის ფედერალური კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვევა
გერმანიის ფედერალური მთავრობის პრეს-სპიკერის შტეფან ზაიბერტის 2018 წლის 17 აგვისტოს განცხადება:
„გერმანიის ფედერალური კანცლერი, ქალბატონი ანგელა მერკელი, 2018 წლის 23-25 აგვისტოს სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას - საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვევა.
იგი გამართავს პოლიტიკურ შეხვედრებს ორმხრივი ურთიერთობების შესახებ, ეკონომიკური ურთიერთობების ჩათვლით და ასევე ევროპულ და საგარეო პოლიტიკურ თემებთან დაკავშირებით.
დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით გამოქვეყნდება.“
რედაქციების საყურადღებოდ: მედიის წარმომადგენლებს გულითადად ვიწვევთ ფედერალური კანცლერის ანგელა მერკელისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ერთობლივ პრესკონფერენციაზე 23 აგვისტოს 17.15 საათზე. რეგისტრაციისთვის მიმართეთ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურს.