Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში DAAD-ის ოთხმოცდახუთ სტიპენდიატს გერმანიაში სწავლისა და კვლევისათვის სტიპენდიებს გადასცემს

07.06.2018 - პრესრელიზი

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი, ქალბატონი ჰაიკე ფაიჩი, DAAD-ის (გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური) წლევანდელ სტიპენდიატებს 8 ივნისს თავის რეზიდენციაში უმასპინძლებს. სტუმრებს შორის იქნებიან ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ბატონი მიხეილ ჯანელიძე და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ბატონი მიხეილ ჩხენკელი.

წელს DAAD-ის სტიპენდია ოთხმოცდახუთმა სტუდენტმა, კურსდამთავრებულმა, დოქტორანტმა და მეცნიერმა მიიღო. ისინი სხვადასხვა სამეცნიერო-აკადემიურ დისციპლინებს წარმოადგენენ და 2018-2019 წლებში გერმანიის უმაღლეს სასწავლებლებსა და კვლევით ინსტიტუტებს სწავლისა და კვლევის მიზნით ესტუმრებიან. 

DAAD ერთ-ერთი უმსხვილესი საგანმანათლებლო ფონდია მსოფლიოში, რომელიც ყოველწლიურად 130.000 სტიპენდიას გასცემს გამორჩეული სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის გერმანიასა და მის საზღვრებს გარეთ. გარდა ამისა, ხელს უწყობს გერმანიის უმაღლესი სასწავლებლების ინტერნაციონალიზაციას და პოპულარიზაციას უწევს გერმანისტიკასა და გერმანულ ენას უცხოეთში. იგი იმავდროულად წარმოადგენს უმაღლესი სასწავლებლების თანამშრომლობის ეროვნულ სააგენტოს. ამ სახით DAAD ემსახურება გერმანიის საგარეო და განათლების პოლიტიკის მიზნებს.

DAAD-ის თბილისის საინფორმაციო ცენტრი საქართველოში 2004 წლიდან ფუნქციონირებს. ამჟამად საქართველოში DAAD-ის ორი ლექტორი მოღვაწეობს თბილისსა და ქუთაისში.

მისამართი: თბილისი, მ.ზანდუკელის ქ. 16. (ტელ.: 2 920 926)

info@daad.org.ge
www.ic.daad.de/tbilissi
facebook: DAAD Georgia