Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts

გერმანიის შეიარაღებული ძალების  გენერალური შტაბის უფროსის ვიზიტი საქართველოში

29.05.2018 - პრესრელიზი

გერმანიის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი ებერჰარდ ცორნი 2018 წლის 30-31 მაისს თბილისს ესტუმრება. ვიზიტის ფარგლებში გენერალი შეხვდება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიას და მასთან საქართველოსა და გერმანიის შეიარაღებული ძალების წარმატებულ თანამშრომლობაზე და ავღანეთის ჩრდილოეთში მიმდინარე მისიაში ერთობლივი მონაწილეობის გაგრძელებაზე ისაუბრებს. გარდა ამისა გენერალი ცორნი შეხვდება საქართველოს თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიას.

გენერალი ცორნი გვირგვინით შეამკობს გმირთა მოედანზე მდებარე გმირთა მემორიალს და ესტუმრება ასევე კრწანისის ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრს.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესის განყოფილებას.

გვერდის დასაწყისში გადასვლა