Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts

გერმანიის თავდაცვის ფედერალური სამინისტროს საპარლამენტო მდივნის, დოქტ. პეტერ თაუბერის ვიზიტი საქართველოში

Besuch des parlamentarische Staatssekretärs im Bundesministerium der Verteidigung, Dr. Peter Tauber in Georgien

Besuch des parlamentarische Staatssekretärs im Bundesministerium der Verteidigung, Dr. Peter Tauber in Georgien, © Ministry of Defence of Georgia / საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

25.05.2018 - სტატია

26 მაისს საქართველოს ესტუმრა გერმანიის თავდაცვის ფედერალური სამინისტროს საპარლამენტო მდივანი, დოქტ. პეტერ თაუბერი, რათა მონაწილეობა მიეღო საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლისათვის მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში. მანამდე ბატონი თაუბერი შეხვდა საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ბატონ ლევან იზორიას. ბატონმა თაუბერმა მადლობა გადაუხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრს ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობისათვის გერმანული ხელმძღვანელობით ჩრდილო ავღანეთში მიმდინარე მისიაში. გარდა ამისა მან ქართველ მინისტრს გადასცა გერმანიის თავდაცვის მინისტრის დოქტ. ურსულა ფონ დერ ლაიენის წერილი, რომელშიც გერმანია ატყობინებს ქართულ მხარეს, რომ მომავალში გერმანია წამყვან როლს შეასრულებს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის  (SNGP) ფარგლებში დაგეგმილი პროექტის „Countermobility“ (კონტრმობილურობა) განხორციელებაში. შეხვედრის შემდეგ საპარლამენტო მდივანმა მოინახულა ჭონქაძის ქუჩაზე მდებარე თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა.
გარდა ამისა საქართველოსათვის ამ მნიშვნელოვან დღეს პატივისცემის გამოსახატავად ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს გერმანიის თავდაცვის სამინისტროს მედროშეებმა ბრიგადის გენერლის შტეფან გაილენის მეთაურობით.