Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts

გერმანიის თავდაცვის სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოში

25.05.2018 - პრესრელიზი

გერმანიის თავდაცვის სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანი, ბატონი პეტერ თაუბერი, 2018 წლის 26 მაისს საქართველოს ეწვევა. საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, ბატონ ლევან იზორიასთან შეხვედრის შემდეგ იგი მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაში. შემდეგ იგი ასევე ეწვევა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას თბილისში, რომელიც ჭონქაძის ქუჩაზე მდებარეობს.

პრესის წარმომადგენლებს ვთხოვთ მიმართონ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესის განყოფილებას.

გვერდის დასაწყისში გადასვლა