Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts

ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ

04.04.2018 - პრესრელიზი

საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომის დროს წარმოდგენილ ღონისძიებათა პაკეტთან „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ დაკავშირებით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა, ქალბატონმა ჰაიკე ფაიჩმა განაცხადა შემდეგი:

„მივესალმები, რომ საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მოიწონა ღონისძიებათა პაკეტი „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელსაც იგი ახლა პარლამენტს წარუდგენს შემდგომი განხილვის მიზნით. ამით საქართველოს მთავრობა პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით ამტკიცებს თავის სიმამაცესა და შორსმჭვრეტელობას. როგორც იმ ქვეყნის ელჩი, რომელიც 40 წლის მანძილზე გაყოფილი იყო, მივესალმები და მხარს ვუჭერ იმ ინიციატივებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებასა და შემსუბუქებას. საელჩო ყურადღებით მიადევნებს თვალყურს ამ ღონისძიებათა პაკეტის საქართველოს პარლამენტში განხილვის პროცესს.“

გვერდის დასაწყისში გადასვლა