Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts

„გერმანული ენის თვე 2018“ იწყება!

Drei Länder - Eine Sprache - Das Team bei der Vorbereitung in der Schweizerischen Botschaft

"Drei Länder - Eine Sprache" - Das Team bei der Vorbereitung in der Schweizerischen Botschaft, © Deutsche Botschaft Tiflis

17.05.2018 - პრესრელიზი

15-დან 17 ივნისამდე გერმანიის, ავსტრიისა და შვეიცარიის საელჩოები და კულტურის დარგის დაწესებულებები წელს უკვე მეექვსედ გამართავენ „გერმანული ენის თვეს“. მრავალი სხვადასხვა ღონისძიების დროს დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ ამ სამი ქვეყნის ენასა და კულტურას. ინაციატივის „სამი ქვეყანა - ერთი ენა“ ფარგლებში ღონისძიებები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართება, რომლის მიზანია ინტერესის გაღვივება გერმანული ენისა და გერმანულენოვანი ქვეყნების მდიდარი კულტურისადმი.

ერთი თვის განმავლობაში გაიმართება მოხსენებები, კინოჩვენებები, ლიტერატურული, საინფორმაციო და სპორტული ღონისძიებები, რაც კიდევ უფრო გააფართოვებს იმ შესაძლებლობებს, რასაც ეს ქვეყნები სტიპენდიების, ბიბლოთეკებისა თუ საგრანტო პროგრამების სახით დაინტერესებულ პირებს ისედაც  სთავაზობენ.

ჩვენ წელსაც შევძელით შეგვედგინა ძალიან საინტერესო პროგრამა, რაც საინფორმაციო და გასართობი ღონისძიებების კარგი სინთეზი იქნება. მაგალითად გაიმართება მოხსენება ევროკავშირსა და საქართველოს შორის უთრიერთობების შესახებ, საინფორმაციო ღონისძიებები გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურისა (DAAD) და გერმანიის პარლამენტის სტიპენდიებთან დაკავშირებით, რამდენიმე ლიტერატურული ღონისძიება, საინტერესო ლექციები, საფეხბურთო ტურნირი ქუთაისში, თეატრალური წარმოდგენები თბილისში, ცნობილი ფილმების „Victoria“ და „Gegen die Wand“ ჩვენება, პაბ-ვიქტორინა და სხვა.

გთავაზობთ რამდენიმე მთავარი ღონისძიების პროგრამას:  

17.05.2018, 19:00 სთ.

გერმაული ენის თვის ოფიციალური გახსნა: მიუზიკლი „აბრასო - ტანგო გადარჩენისთვის“

ორგანიზატორი: შვეიცარიის საელჩო თბილისში

ადგილი: თბილისის მე-6 საავტორო სკოლა, ლადო ასათიანი ქ.28

ღონისძიების ენა: გერმანული

28.05.2018, 20:00 სთ.

ფილმის ჩვენებავიქტორია“ (რეჟისორი: სებასტიან შიპერი, 2015)

ორგანიზატორი: გერმანიის საელჩო თბილისში / გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში

ადგილი: ფაბრიკა, ეგნატე ნინოშვილის ქ. 8, თბილისი

ღონისძიების ენა: გერმანული, ინგლისური სუბტიტრებით

30.05.2018, 19:00 სთ.

პაბ-ვიქტორინასამი ქვეყანაერთი ენა

ორგანიზატორი: გერმანიის, ავსტრიისა და შვეიცარიის საელჩოები საქართველოში

ადგილი: ბარი Woland’s Spreakeasy, ი. მაჩაბლის ქ. 2, თბილისი (შესასვლელი წიგნების მაღაზიიდან/კაფედან, შემდეგ მიდიხართ წიგნების თაროსთან და შეგყავთ პაროლი ‚Butterbrot‘)

ენა: გერმანული

შენიშვნა: რეგისტრაცია სავალდებულოა

03.06.2018, 10:00 სთ.

"გოეთეს თასი"- საფეხბურთო ტურნირი ქუთაისში

ორგანიზატორი: გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში / ქუთაისის აკ. წერეთლის სახ. უნივერსიტეტი

ადგილი: ქუთაისის აკ. წერეთლის სახ. უნივერსიტეტი, თამარ მეფის ქ. 59

ღონისძიების ენა: გერმანული/ქართული

შენიშვნა: რეგისტრაცია სავალდებულოა

04.06.2018, 19:00 სთ.

მაია ფანჯიკიძე და ნათია ფანჯიკიძე საუბრობენ მაქს ფრიშის შტილერზე

ორგანიზატორი: შვეიცარიის საელჩო საქართველოში

ადგილი: მწერალთა სახლი, ი. მაჩაბლის ქუჩა 13, თბილისი

ღონისძიების ენა: ქართული

05.06.2018, 14:00 სთ

ლიტერატურული ღონისძიება "ყინულის გზა". საბავშვო წიგნების ავტორი ირის ლემანჩიკი წაიკითხავს ამონარიდებს თავისი ნაწარმოებიდან „Über Stock und Stein“

ორგანიზატორი: გერმანიის საელჩო თბილისში

ადგილი: ბოლნისის I საჯარო სკოლა

ღონისძიების ენა: გერმანული/ქართული

ინფორმაციას ამ და სხვა ღონისძიებების შესახებ იხილავთ ფეისბუქის გვერდზე: facebook.com/DreiLaender!

ინიციატივას „სამი ქვეყანა - ერთი ენა“ 2013 წლიდან ახორციელებენ გერმანიის, ავსტირიისა და შევიცარიის საელჩოები საქართველოში, გოეთეს ინსტიტუტი, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD), ავსტრიის ბიბლიოთეკა თბილისში, საზღვარგარეთის სკოლებში სწავლების გერმანიის ცენტრალური უწყება (ZfA) და თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა. 

დამატებითი შეკითხვებისათვის გერმანული ენის თვესთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიმართოთ გერმანიის საელჩოს პრესის განყოფილებას ან შესაბამისი ღონისძიების ორგანიზატორს.

პრესის წარმომადგენლებს გულითადად ვიწვევთ ყველა ღონისძიებაზე.

იხილეთ მეტი

გვერდის დასაწყისში გადასვლა