Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts

საქართველოს კონცეფცია ფრანკფურტის 2018 წლის წიგნების ბაზრობაზე საპატიო სტუმრის სტატუსით წარსადგენად

12.03.2018 - სტატია

Teaser-Text

2018 წლის 3 მარტს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ წარადგინა პროექტი, რომელიც უკავშირდება ოქტომბერში ფრანკფურტის წიგნების ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით წარდგენას. ღონისძიება გახსნეს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და გერმანიის ელჩმა ჰაიკე ფაიჩმა. ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით საქართველო ბაზრობაზე წარსდგება სლოგანით „ანბანით მოთხრობილი საქართველო“, რაც  წარმოაჩენს ქართული ენისა და კულტურის უნიკალურობას.

ფრანკფურტის წიგნების ბაზრობა უდიდესია მსოფლიოს მასშტაბით. ყოველ წელს მას 100-ზე მეტი ქვეყნიდან 7 ათასზე მეტი მონაწილე ჰყავს და იგი დაახლოებით 300 ათას სტუმარს მასპინძლობს. ამიტომ საპატიო სტუმრის სტატუსის ფარგლებში ქართული ლიტერატურა და კულტურა დიდი ყურადღების ცენტრში მოექცევა. გერმანულენოვან ქვეყნებში ჩატარდება 500-ზე მეტი ღონისძიება. 2010 წლიდან ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დახმარებით გერმანულენოვან ქვეყნებში 65-ზე მეტი ქართული ნაწარმოები გამოქვეყნდა. მომზადების პროცესშია ქართველი ავტორების ნაწარმოებთა კიდევ 90 გერმანული თარგმანი.


„ანბანით მოთხრობილი საქართველო“: დამატებითი ინფორმაცია იხილეთ