Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts

გერმანიის ბუნდესთაგის საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდია (IPS)

IPS des Deutschen Bundestages

IPS  des Deutschen Bundestages, © Deutscher Bundestag

20.01.2018 - სტატია

 IPS - 2019 წლის კონკურსი

განაცხადების შეტანის ბოლო ვადა - 2018 წლის 31 ივლისი


გერმანიის პარლამენტი ბერლინის უნივერსიტეტებთან ერთად ყოველ წელს თავისი პროგრამის „საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდია“ (IPS) ფარგლებში პოლიტიკურად დაინტერესებულ ახალგაზრდებს 42 ქვეყნიდან აძლევს უნიკალურ შანსს, უშუალოდ გაეცნონ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესებს.

პროგრამა გათვლილია დასრულებული საუნივერსიტეტო განათლების მქონე, პოლიტიკურად დაინტერესებულ, ოცდაათ წლამდე ასაკის ახალგაზრდებზე, რომლებსაც თავიანთ სამშობლოში დემოკრატიული ღირებულებებისათვის აქტიურად საქმიანობა სურთ. პროგრამა გრძელდება 2019 წლის პირველი მარტიდან 31 ივლისამდე.
საგანაცხადო საბუთები 2018 წლის 31 ივლისამდე შეგიძლიათ გააგზავნოთ შემდეგ მეილზე: ips@tifl.diplo.de (დოკუმენტის სიდიდე არ უნდა აღემატებოდეს 18 მბ-ს).

დაწვრილებითი ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ ბუნდესთაგის შემდეგ მისამართზე: www.bundestag.de/ips

იხილეთ მეტი