Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts

კორონას საწინააღმდეგო აცრები საქართველოში

Impfung mit Serum gegen COVID-19 Coronavirus

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, © colourbox.de

20.04.2021 - სტატია

ინფორმაცია საქართველოში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრების შესაძლებლობების შესახებ


ეს მონაცემები ეყრდნობა ინფორმაციას, რომელიც საელჩოს გააჩნია ზემოთ მითითებული დროისათვის. საელჩო არ იღებს პასუხისმგებლობას მონაცემებსა და განსაკუთრებით ტესტების ჩამტარებელი ცენტრების, ასევე იმ  კლინიკების დასახელებებზე, სადაც აცრები ტარდება. საელჩოს არ აქვს ასევე პრეტენზია ამ მონაცემების სრულყოფილებაზე.

სად შემიძლია ჩავიტარო ტესტი კოვიდ-19-ის ინფექციაზე?

საქართველოში ბევრი სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულება სთავაზობს მოქალაქეებს სწრაფი თუ PCR-ტესტების ჩატარებას.

დეტალური ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე NCDC.ge (მხოლოდ ქართულად).

ტესტის საშუალო ფასი მერყეობს 100-200 ლარს შორის.

შეიძლება თუ არა ტესტის პასუხის მიღება 72 საათის განმავლობაში?

ლაბორატორიებისა თუ საავადმყოფოების უმეტესობა ტესტების პასუხებს სხვადასხვა დროში იძლევა. ძირითადად ტესტების პასუხები 24 საათის განმავლობაში ხელმისაწვდომი.

დამატებითი დეტალებისათვის, მიღების საათებისა და ჩაწერის შესახებ ინფორმაციისათვის შეგიძლიათ პირდაპირ მიმართოთ შესაბამის ლაბორატორიებსა თუ კლინიკებს.

ცენტრები თბილისში, სადაც ტარდება ტესტები კოვიდ-19-ზე (არასრული სია)

  • გერმანული საოჯახო მედიცინის ცენტრი

    გერმანული ჰოსპიტალი საქართველოში

    ნ. ყიფშიძის ქუჩა 3ბ ან

    კოსმონავტების სანაპირო 45ა

    +99559975346

    n.muzashvili@hgh.ge

    130 ლარი 24 საათში

  • ამერიკული სამედიცინო ცენტრები                     

    დიმიტრი არაყიშვილის ქუჩა 11

    +995322500020

    tbilisi@amcenters.com

    85 USD - 24 საათში/125$ -10 საათში

    24/7

  • პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა

    გუდამაყრის ქუჩა 4

    +995322610101

    levanratiani@yahoo.com

    firstclinictsmu@gmail.com

    ორშაბათი – კვირა 10:00 – 21:00

  • ნიუ ჰოსპიტალსი

    კრწანისის ქუჩა 12

    +995322190190

    office@newhostpital.ge

    80 ლარი 24 საათში

  • სამედიცინო ცენტრი ციტო

    ფალიაშვილის ქუჩა 40

    +995322290671

    nshavdia@cito.ge

    150 ლარი

    ორშაბათი – პარასკევი : 09:00 - 18:00;

    შაბათი, კვირა: 09:00-15:00

  • მოლეკულური დიაგნოსტიკის ცენტრი

    ლიუბლიანას ქუჩა 11

    +995595752323

    e.katsitadze@labexpress.ge

    130 ლარი

  • მეგალაბი

    მირიან მეფის ქუჩა 11

    +99577530121 ან +9952720888

    medicalworlddiagnostic@gmail.com

     70 ლარი 8 საათში

  • Medical World (ლაბორატორია)

    ფალიაშვილის ქუჩა 40

    +995322290671

    nshavdia@cito.ge

    150 ლარი

    ორშაბათი – პარასკევი : 09:00 - 18:00;

    შაბათი, კვირა: 09:00-15:00

  • სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

    ვ. გოძიაშვილის ქუჩა 49

    +995322530968

    Irakli.Guledani@lma.gov.ge

  • გენეტიკის ეროვნული ლაბორატორია

    დავით აღმაშენებლის ხეივანი 240

    +995322052888

    info@nlg.ge

    g.chaladze@nlg.ge

    55 ლარი

  • მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი

    ლევან ჩარკვიანის ქუჩა 8

    +995322430100

    loladze@mmc.ge

    130 ლარი 24 საათში

  • კლინიკა ნეოლაბი

    ტაშკენტის ქუჩა 47

    +995322392803

    neolabgeo@gmail.com

    75 ლარი, ექპრესპასუხი 95 ლარი

დაშვებულია თუ არა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოში და რომელი ვაქცინებია დაშვებული?

საქართველოში ამჟამად დაშვებულია Biontech/Pfizer-ის, AstraZeneca-ს, Sinopharm-ისა და Sinovac-ის  ვაქცინები.

იცრებიან თუ არა საქართველოში ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები კოვიდ-19-ის ვირუსის წინააღმდეგ?

ამჟამად ვაქცინაციის ეროვნული გეგმა ითვალისწინებს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მუდმივი ბინადრობის მქონე პირების აცრას. ტურისტებისა და საქმიანი ვიზიტებით ჩამოსული პირების აცრა საქართველოში ამჟამად არ ხდება. ასაცრელ პირთა წრე შეიძლება ნებისმიერ დროს შეიცვალოს. ამ ცვლილებების განხორციელების უფლება აქვთ მხოლოდ ქართულ უწყებებს.

სად შემიძლია ჩავეწერო აცრაზე და რა წინაპირობებს უნდა ვაკმაყოფილებდე?

აცრისათვის შესაბამისი პირების რეგისტრაცია შესაძლებელია ვებ-გვერდზე https://www.moh.gov.ge/ka/

დეტალური ინსტრუქცია იხილეთ შემდეგ ვიდეოში: https://www.youtube.com/watch?v=p_0ypYM-_Fw

Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინით აცრა შეუძლია ყველას 18 წლის ასაკიდან. AstraZeneca-ს ვაქცინით აცრაზე დარეგისტრირება შეუძლიათ მოქალაქეებს 45 წლის ასაკიდან. წლის მესამე კვარტალში საქართველო ელოდება Biontech/Pfizer-ის და Johnson & Johnson-ის ვაქცინებს. 2021 წლის 9 ივნისის მდგომარეობით ჯერ არ არის ცნობილი როდის დაიწყება ამ ვაქცინებით აცრა და თუ იქნება რაიმე სახის შეზღუდვები.

კლინიკები, სადაც ტარდება აცრები:

თბილისი:

  • რესპუბლიკური საავადმყოფო
  • ბოკერიას კლინიკა
  • ამტელ ჰოსპიტალი
  • კავკასიის სამედიცინო ცენტრი

აქვთ  თუ არა საქართველოში მუდმივი ბინადრობის მქონე გერმანიის მოქალაქეებს უფლება, გაიკეთონ კორონას საწინააღმდეგო აცრა გერმანიაში?


CoronaImpfV-ის მიხედვით აცრის უფლება აქვთ შემდეგ მთავარ ჯგუფებს:

  • პირებს, რომლებიც ჩაწერილები არიან გერმანიაში ან მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში ცხოვრობენ გვერმანიაში (§1 Abs.1 Satz 2 Nr. 2).
  • პირებს, რომლებიც გერმანიაში დაზღვეულები არიან სახელმწიფო ან კერძო სამედიცინო სადაზღვევო ფირმებში (§ 1 Abs.1 Satz 2 Nr. 1).

    პირთა მეორე წრეს განეკუთვნებიან ასევე ის მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ ცხოვრების უფლება საზღვარგარეთ, მაგრამ ვინც გერმანული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დაზღვეულები არიან გერმანულ სადაზღვევო ფირმებში (კერძო ან სახელმწიფო) ან სხვა მიზეზებით აქვთ გერმანული სამედიცინო დაზღვევა.

ვაქცინაციის უფლების შესახებ განკარგულების საფუძველზე არსებული აცრის უფლება ვრცელდება მხოლოდ აცრაზე გერმანიაში და არა საზღვარგარეთ.  საზღვარგარეთ მცხოვრები გერმანიის მოქალაქეები, რომლებიც არ მოხვდნენ CoronaImpfV-ში, ექვემდებარებიან მათი მიმღები ქვეყნების სამართლებრივ ჩარჩოებსა და ჯანდაცვის სიტემის ნორმებს.

გვერდის დასაწყისში გადასვლა