Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts

ევროკავშირის საბჭოში გერმანიის თავმჯდომარეობის შეჯამება: „ერთად. კვლავ გავაძლიეროთ ევროპა.“

Logo der portugiesischen Ratspräsidentschaft im 1. Halbjahr 2021

EU Ratspräsidentschaft Portugal, © Portugal

23.12.2020 - სტატია

კორონა, ბიუჯეტი, სამართლებრივი სახელმწიფო, კლიმატი: პოლიტიკურად დატვირთულ ნახევარ წელში გერმანიამ თავისი თავმჯდომარეობს პერიოდში ევროკავშირი როგორც შიდა, ასევე საგარეო მიმართულებითაც გააძლიერა.

გერმანიის თავმჯდომარეობა დატვირთული იყო კორონა-პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლით. მაგრამ ასევე სხვა მთავარ საკითხებთან მიმართებაში ევროკავშირმა წინსვლა განიცადა, რადგან იგი საშინაო საკითხებში სოლიდარული, ხოლო საგარეო საკითხებში ერთიანი მიდგომით მოქმედებდა.

ბრძოლა Covid-19-ის წინააღმდეგ

ევროკავშირი ერთიანია Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში: ასევე მრავალი ევროპელი მეცნიერისა და მკვლევარის წყალობით რეკორდულ დროში შემუშავდა, შეძენილ იქნა და დარიგდა ვაქციანა. ახლა ევროპაში უკვე იწყება ვაქცინაცია კორონას წინააღმდეგ. ევროკავიშირის ყველა მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, გარკვეული დროის განმავლობაში აიცრას - ეს გადამწყვეტი ნაბიჯია პანდემისგან თავის დასაღწევად. გერმანია იღწვის იმისათვის, რომ ევროკავშირმა ვაქციან იმ ქვეყნებსაც მისცე, სადაც ამის განსაკუთრებული საჭიროება არსებობს. თავმჯდომარეობის პერიოდში გერმანიამ შეძლო პანდემიასთან ბრძოლისას გაეძლიერებინა ევროკავშირის კოორდინაცია ევროკავშირის მასშტაბით რისკის რუკის შექმნით, სხვა ქვეყნებიდან ევროკავშირში შესვლისას მოქმედი ერთიანი რეგულაცებით და ტესტირების სტრატეგიისა და კონტქტების მოძიების საკითხებში ერთობლივი მუშაობით. კორონა-ვირუსის გავრცელების დღიდან გერმანიამ მეზობელი ქვეყნებიდან სულ 260 მძიმე პაციენტი მიიღო სამკურნალოდ. გარდა ამისა, მან ჰუმანიტარული დახმარების ფარგლებში პარტნიორ ქვეყნებს ნიღბები და სასუნთქი აპარატები გაუგზავნა.

მრავალწლიანი ფინანსური პაკეტი და რეკონსტრუქციის ფონდი „Next Generation EU

დიდი ხნის მოლაპარაკებების შემდეგ და გერმანულ-ფრანგული შეთავაზების საფუძველზე ევროკავშირმა დაამტკიცა ე.წ. მრავალწლიანი ფინანსური პაკეტი (ე.ი. რამდენიმე წელზე გათვლილი ბიუჯეტი) და რეკონსტრუქციის ფონდი, რომელმაც კვლავ უნდა გააძლიეროს ევროკავშირი კორონა-პანდემიის შემდეგ. რეკონსტრუქციის ფონდი „Next Generation EU“ მოიცავს 750 მილიარდ ევროს და წარმოადგენს მოქალაქეებისთვის სწრაფი დახმარების ახალ ინსტრუმენტს. იგი პირველ რიგში განკუთვნილია იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც განსკუთრებით ძლიერ დაზარალდა Covid-19-ის შედეგად. ამას ემატება მრავალწლიანი ფინანსური პაკეტი შემდეგი 7 წლისათვის ერთი ტრილიონი ევროს ოდენობით. პრიორიტეტები: მეტი თანხა ჯანდაცვისთვის, კლიმატის დაცვისთვის, დიგიტალიზაციისა და ახალგაზრდების ურთიერთგაცვლისთვის.

და ახალ ბიუჯეტში კიდევ ერთი სიახლეა: მას პირველად შემოაქვს ევროკავშირის თანხების გაცემის წინაპირობად სამართლებრივი სახელმწიფოებრიობის პრინციპების დაცვა. ამისათვის გერმანია ბოლომდე ინტენსიურად იღწვოდა. ეს პაკეტი ევროკავშირს მოამზადებს მწვანე და ინოვაციური მომავლისთვის - და იგი გაამყარებს ევროპულ ღირებულებებს.

სამართლებრივი სახელმწიფოებრიობის გაძლიერება

სამართლებრივი სახელმწიფოებრიობა ევროკავშირის ღირებულებათა თანამეგობრობის საფუძველია, სადაც დაცულია მოქალაქეების თავისუფლება და უფლებები. ამიტომ გერმანიამ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში ევროკავშირის ფარგლებში წამოიწყო ახალი დიალოგი სამართლებრივ სახელმწიფოებრიობასთან დაკავშირებით, რომლის მიზანია გულწრფელი დიალოგის შედეგად სამართლებრივი სახელმწიფოებრიობის ერთმნიშვნელოვანი აღქმის გამყარება ევროკავშირში. „ჰორიზონტალური“ დებატების დროს ყველა სახელმწიფომ ისაუბრა ევროკავშირში სამართლებრივი სახელმწიფოებრიობის ზოგადი მდგომარეობის შესახებ. მეორე რაუნდის დროს საუბარი იყო პირველ ხუთ წევრ სახელმწიფოში არსებული სიტუაციის შესახებ - თანდათან ყველა წევრი სახელმწიფოს რიგი დადგება. სამართლებრივი სახელმწიფოებრიობის მდგომარეობის შემოწმებამ უნდა გაამძაფროს ერთობლივი ხედვა ამ თემის მიმართ და დროულად გამოავლინოს პრობლემატური ტენდენციები. მომავალ წელს პორტუგალია, როგორც  ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, გააგრძელებს ამ დიალოგს.

ევროპის სუვერენიტეტი  

გერმანია იღწვის ისეთი ევროკავშირისთვის, რომელიც აძლიერებს თავის ქმედითუნარიანობასა და შემოქემდებითობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა უსაფრთხოება, ტექნოლოგია და დიგიტალიზაცია, სავაჭრო და სავალუტო პოლიტიკა. ევროკავშირი აერთიანებს თავის ძალებს და ერთობლივად მოქმედებს სწორედ საგარეო მიმართულებით, რადგან მისი წევრი სახელმწიფოები ცალ-ცალკე ვერ გაუმკლავდებიან გლობალურ წყობას დიდ სახელმწიფოებთან კონკურენციის პირობებში. უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში გერმანიამ მისი თავმჯდომარეობის დროს წამოიწყო ე.წ. „სტრატეგიული კომპასის“ ინიციატივია: ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები საფრთხეების ანალიზის საფუძველზე ცვლიან ინფორმაციას უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებით და საერთო მიმართულებით მოქმედებენ. ასევე ე.წ. „მუდმივი სტრუქტურირებული თანამშრომლობის“ ფარგლებში გერმანიამ გრძელვადიანი მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა: მომავალში ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებსაც შეეძლებათ ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაბამის პროექტებში მონაწილეობა. ეს აძლიერებს ასევე ნატოს მიმართულებას ევროკავშირში და მთლიანად ევროკავშირისა და ნატოს თანამშრომლობას.

მაგრამ კონფლიქტების მოგვარება არასდროს ხდება მხოლოდ სამხედრო საშუალებით - მდგრადი მშვიდობისათვის გერმანია ხელს უწყობს და აძლიერებს კრიზისების სამოქალაქო მენეჯმენტს, როგორც ევროპის საგარეო და უსაფრთხოების ერთობლივი პოლიტიკის მთავარ შემადგენელ ნაწილს. ბერლინში კრიზისების სამოქალაქო მენეჯმენტის ცენტრის დაარსებით გერმანიის მთავრობას ამ საკითხში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. აქ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები თავის პარტნიორებთან ერთად თავს უყრიან ერთობლივ ცოდნას და ახორციელებენ პერსონალის მომზადებას, რათა გააუმჯობესონ ევროკავშირის სამოქალაქო მისიები.

ევროკავშირი: ლიდერი კლიმატის დაცვის საკითხში

ევროპა ასევე რჩება ლიდერად კლიმატის დაცვის საკითხში: 2030 წლამდე ევროკავშირს სურს მისი CO2-ემისიების შემცირება 55 პროცენტით, 2050 წლამდე ჩვენ გვსურს გავხადოთ ევროპა კლიმატთან მიმართებაში ნეიტრალურ კონტინენტად. თავმჯდომარეობის პერიოდში გერმანიის მთავრობამ წარმატებით იშრომა იმისათვის, რომ ეს მიზნები ევროკავშირის კლიმატის კანონში ჩაწერილიყო. ეს მიზენბი ამბიციური, მაგრამ ასევე დიდ შანებს იძლევა: ტრანსფორმაციის პროცესმა მეტი მდგრადობის მიმართულებით ეკონომიკური სარგებელი უნდა მოიტანოს. და: ევროკავშირის ხარჯების მინიმუმ 30 პროცენტი მომართული უნდა კლიმატის დაცვისკენ. ერთობლივად მდგრადი აღმშენებლობისკენ, „მწვანე რეკონსტრუქცია“. 

ადამიანის უფლებები და კონფლიქტების მოგვარება

ევროკავშირმა შეიმუშავა ახალი პოლიტიკური ინსტრუმენტი ადამიანის უფლებათა ისეთი უმძიმესი დარღვევების წინააღმდეგ, როგორიცაა წამება, მონობა და სისტემატიური სექსუალური ძალადობა: ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო სანქციების დაწესებით ევროკავშირს უკვე შეუძლია აუკრძალოს პირებს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა და გაყინოს მათი ქონება. ევროკავშირის წრეებში გერმანია განსაკუთრებით იღწვოდა აღნიშნულის მისაღწევად.

ასეთივე მნიშვნელოვანია მედიაცია კონფლიქტების მოგვარებისთვის. მაგალითად ლიბიაში შუამავლობამ სამშვიდობო პროცესს დაუდო საფუძველი. გერმანიამ ეს ინსტუმენტი თავისი თავმჯდომარეობის პერიოდში ასევე ევროპული მიდგომით განავითარა: ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებმა დაამტკიცეს მედიაციის კონცეფცია. ამით ევროკავშირის საბჭოს პირველად შეუძლია დაამტკიცოს საკუთარი მისიები.

გლობალური პარტნიორები და ტრიო-თავმჯდომარეობა

მულტილატერალიზმი, დემოკრატია, ღია ვაჭრობა - როგორც ერთობლივი კომპასი: ევროკავშირი აძლიერებს თავის ურთიერთობებს მნიშვნელოვან რეგიონებთან. ევროკავშირი და სამხრეთ აზიის სახელმწიფოების ასოციაცია (ASEAN) ახლა უკვე პარტნიორები არიან. გარდა ამისა გერმანია ასევე კიდევ უფრო აქტიურად არის დაინტერესბული ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონთან ურთიერთობებით. ასევე ლათინური ამერიკისა და კარიბის ქვეყნებთან ევროკავშირმა დიდი ვირტუალური კონფერენცია გამართა. ერთობლივი მიზნები: კლიმატის დაცვა, ბიომრავალფეროვნება, მდგრადი ეკონომიკები, ღირებულებებზე დაფუძნებული დიგიტალიზაცია. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ევროკავშირს ახალი შეთავაზება გაუკეთა, რომელიც ბაიდენის ახალი მთავრობის პირობებში განხორციელდება და რომლის მიზანია წესებზე დაფუძნებული წესრიგის გამყარება და ტრანსატლანტიკური პარტნიორობის კვლავ გამოცოცხლება.

პორტუგალია და სლოვენია: პარტნიორები ტრიო-თავმჯდომარეობისას

განგრძობადობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროკავშირში რთული საკითხების გადაწყვეტისთვის. სულერთია ვინ არის იმ მომენტში ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა: პრობლემის მოგვარების გზები ისეთ დიდ თემებთან დაკავშირებით, როგორიცაა სამართლებრივი სახელმწიფოებრიობა, მიგრაცია და კლიმატის დაცვა, მუდმივ პოლიტიკურ განვითარებას საჭიროებს. ყველა რეფორმა ვერ დასრულდება ექვს თვეში. ამიტომ გერმანია 18 თვის განმავლობაში განსაკუთრებულად მჭიდროდ თანამშორმლობს პორტუგალიასა და სლოვენიასთან, რომლებმაც გერმანიის შემდეგ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა გადაიბარეს. ბევრი ინიციატივა, მათ შორის სამართლებრივ სახელმწიფოებრიობასთან დაკავშირებული დიალოგი, პორტუგალიამ 2021 წლის 1 იანვრიდან გააგრძელა.

გვერდის დასაწყისში გადასვლა