Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts

ახალი საემიგრაციო კანონი კვალიფიცირებული სპეციალისტებისათვის

ფოტოზე გამოსახულია სხვადასხვა პროფესიის ადამიანები

სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, © colourbox.de

07.11.2019 - სტატია

2020 წლის პირველ მარტს ძალაში შევა ახალი საემიგრაციო კანონი კვალიფიცირებული სპეციალისტებისათვის. ახალი კანონი აფართოებს შესაძლებლობებს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების კვალიფიცირებული სპეციალისტებისათვის, სამუშაოდ ჩამოვიდნენ გერმანიაში.

ვიზის მისაღებად განაცხადის შეტანის წინაპირობას კვლავაც წარმოოადგენს ოფიციალური უწყებების მიერ პროფესიული კვალიფკაციის აღიარება. ინფორმაციას ამ პროცედურის შესახებ სხვადასხვა ენაზე იხილავთ ვებ-გვერდზე


თუ მიიღეთ აღიარების ოფიციალური შეტყობინება, მაშინ შეგიძლიათ შეიტანოთ განაცხადი ვიზის მისაღებად, ჩამოხვიდეთ გერმანიაში და იმუშაოთ თქვენი კვალიფიკაციის შესაბამისად.


პირებს, რომლებმაც საკმარისად იციან გერმანული ენა და გააჩნიათ ფინანსური შესაძლებლობები გერმანიაში საცხოვრბლად, ასევე შეუძლიათ შეიტანონ განაცხადი სამუშაოს ძებნის მიზნით ვიზის მისაღებად. ეს ვიზა გაიცემა ექვსი თვით.



გვერდის დასაწყისში გადასვლა