Willkommen auf den Seiten des Auswärtigen Amts

გერმანიის ბუნდესთაგის საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდია (IPS)

IPS Banner

IPS Banner, © Bundestag

30.05.2023 - Artikel

გერმანიის ბუნდესთაგის საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდია (IPS) 2025

გერმანიის ბუნდესთაგი (პარლამენტი) ბერლინის უნივერსიტეტებთან ერთად „საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიის“ პროგრამის ფარგლებში პოლიტიკით დაინტერესებულ ახალგაზრდებს მსოფლიოს 50 ქვეყნიდან ყოველწლიურად აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, ადგილზე გაეცნონ გერმანიაში პოლიტიკური გადაწყვეტილებების პროცესს.

პროგრამა გრძელდება 2025 წლის 1 მარტიდან 31 ივლისამდე. 

საგანაცხადო საბუთების გამოგზავნა შესაძლებელია 2024 წლის 31 აგვისტომდე  შემდეგ ელ. ფოსტაზე: ips@tifl.diplo.de (PDF-ფაილების მთლიანი ზომა არ უნდა აჭარბებდეს 15 მბ-ს).

დამატებითი ინფორმაცია პროგრამისა და საგანაცხადო პროცედურებთან დაკავშირებით იხილეთ გერმანიის ბუნდესთაგის შემდეგ ვებ-გვერდზე: www.bundestag.de/ips.








nach oben